logo
ENG



„ბრმადყოფილზე. და..." - დოჩანაშვილი ცნობილი რომანის მესამე ნაწილზე მუშაობს

14 ოქტ 201920:45
3 წუთის საკითხავი
 
q037xr1j0o7i8lb.png

„ბრმადყოფილზე. და..." - გურამ დოჩანაშვილი ცნობილი რომანის მესამე ნაწილის გამოსაშვებად ემზადება. მწერალი წიგნზე ბოლო რამდენიმე წელია მუშაობს. ცოცხალ კლასიკოსად აღიარებული მწერლის ახალ რომანში გამოყენებულია სიუჟეტი იოანეს სახარების მეცხრე თავიდან, რომელშიც მოთხრობილია ამბავი უსინათლოსთვის თვალის ახელის შესახებ. "ბრმადყოფილზე. და..." ბეჭდური ვერსიის გარდა, სპეციალურად უსინათლოთათვის აუდიოჩანაწერიც დამზადდა, სადაც თხზულებას თავიდან ბოლომდე თავად ავტორი კითხულობს.

დოჩანაშვილი უკვე 10 წელია ამ რომანზე მუშაობს. სურს რომ მესამე, ფინალურ ნაწილში, ყველაფერი გამოსწორდეს. მის ირგვლივ ბევრი ხელნაწერია, ავტორი ფიქრობს, რომ რამდენიმე თვეში წიგნი გამოსაცემად მზად იქნება. რომანის მესამე ტომზე მუშაობისას  დოჩანაშვილმა გარკვეული დრო  სამების ლავრაში, თვენახევარი კი შავნაბადაზე გაატარა. სამივე წიგნი  სახარებისეული სიუჟეტის კიდევ ერთ განსაკუთრებულ ლიტერატურულ ვარიაციას წარმოადგენს. ეკლესიასთან გურამ დოჩანაშვილის ამგვარი სიახლოვე, მის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას - შვილის დაღუპვას უკავშირდება.

ავტორი: თამარ გრძელიძე.

 


close დახურვა